ჩვენგან ელოდებიან სოლიდარობას, როცა ევროპა ერთიანია, უნდა გავხდეთ ამის ნაწილი - პრეზიდენტი
საქართველოს ღირსება ისტორიულად ის არის, რომ პრინციპების ერთგულია და ყოველთვის საჭირო ადგილას დგას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზიდან გავრცელებულ ვდემიმართვაში საუბრობს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველსგან ყველა ოლიდარობას ელოდება.
„ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომას, რომელიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხეში, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში და ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მომართ იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთობის ნაწილი უნდა გავხდეთ.
დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი და ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.
მინდა, ყველას ახსოვდეს, როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ხვალ იქნება ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა ღირსება ერთიანობით, უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველა მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებსითვის. არ გვინდა, საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხცადა პრეზიდენტმა.