შმიჰალის ტვიტი არ მგონია თავად მას ეკუთვნოდეს- ზაკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეჭვობს, რომ უკრაინის პრემიერმინისტრის ტვიტი დენის შმიგალს არ ეკუთვნის:
„ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, მიჩენს ეჭვებს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს. თუმცა, ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა ამ ემოციურ ფონზე შეიძლება გაკეთებულიყო ასეთი პოსტი,“ – ამბობს ზალკალიანი რუსთავი 2-თან.
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი იმედს გამოქვამს, რომ საქართველოს პრმირი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარე შენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში" - დაწერა დენის შმიჰალმა Twitter-ზე, ქართულ ენაზე