"მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება იყო ვყოფილიყავი აქ" - ახალაიას ციხესთან ნიკა მელია დახვდა

01.03.22 11:02
"მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება იყო ვყოფილიყავი აქ" -  ახალაიას ციხესთან ნიკა მელია დახვდა

ციხიდან გამოსულ ბაჩო ახალაიას რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დახვდა. მელიას თქმით, მას ბაჩო ახალიასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, თუმცა მისი მხარდაჭერა მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ ვალდებულებად ჩათვალა.

ჩემი ადამიანური სურვილი იყო ვყოფილიყავი იქ, სადაც ვარ.  10 წელიწადი საპატიმროში, დარმწუნებული ვარ, არ ვუსურვებ "ქართული ოცნების" არცერთ მინისტრს, დარწმუნებული ვარ 10 დღეც ვერ გაძლებდენ, სადაც ადამიანი 10 წლის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, ამიტომ ჩემი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ვალდებულება იყო ვყოფილიყავი იქ, სადაც ვარ" - თქვა მელიამ.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ რუსთავის მე-12 დაწესებულება ციტა ხნის წინ დატოვა. ის სასჯელს 9 წელი და 4 თვე იხდიდა.