ღარიბაშვილის კიდევ ერთი საერთაშორისო კრახი - მთავრობა ქართველ მოხალისეებს უკრაინაში არ უშვებს
საქართველოს პრემირ-მინისტრი საქართველოდან უკრაინაში მოხალისეებს კვლავ არ უშვებს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგელმა ღრაიბაშვილს Twitter-ის საშუალებით რამდენჯერმე მოუწოდა, გამოიჩინოს გამბედაობა და გასცეს ნებართვა.
მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა Twitter-ზე ქართულად დაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოდან უკრაინაში მოხალისეთა ჯგუფი მეორე დღეა ვერ მიდის. ქართველი მოხალისეებისთვის გამოგზავნილ უკრაინულ ჩარტერს, თბილისში დაფრენის საშუალება არ მისცეს.მოხალისეების ეტაპირება საომარი მოქმედებეის ეპიცნეტრში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით ხდებოდა.მათ შორის იყვნენ ექიმებიც.
დაახლოებით 150-მდე მოხალისე მივდიოდით ამ ლეგიონში, საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ მთავრობამ გააუქმა რეისი, ეს იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ დასახელებულა რაიმე მიზეზი, რომლითაც ის ახსნიდა ამ რეისის მოხსნას. ეს უდიდესი საერთაშორისო სკანდალია, რუსულმა ოცნებამ ეს გადაყწვეტილება არ მიიღო", - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა.