მინდა ვუთხრა ამ იდიოტებს - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაიწყო

01.03.22 11:28
მინდა ვუთხრა ამ იდიოტებს - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დაიწყო. პროცესს თავად მესამე პრეზიდენტიც ესწრება, რომელიც მოსახლეობას მიმართავს. 

მან ხელისუფლების პირველი პირების განცხადებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ოპოზიციას ახარებს, იდიოტური უწოდა. 

გვეუბნებიან, რომ საქართველოში გვინდა ომი. მინდას ვუთხრა, ამ იდიოტებს, რომ იქ ავიშენე სახლი, რანაირად მინდა ომი?
როგორ შეიძლება  ეს ომი უხაროდეს ვინმეს და მით უმეტეს მე?! მაგრამ როდესაც ომსა და უღირსობას შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ ომსაც და უღირსობასაც"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.