გამოიყენეთ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად - გახარის გუნდი ხელისუფლებას ვალდებულებებს ახსენებს

01.03.22 11:44
გამოიყენეთ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად - გახარის გუნდი ხელისუფლებას ვალდებულებებს ახსენებს

ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდი საქართველოს მთავრობას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები  პარტნიორებთან საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. 

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს არის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. დღეს ისე, როგორც არასდროს, საზოგადოების გაერთიანების დროა! სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას. დღეს არის აქტიური მოქმედების დრო, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა,"- განაცხადა ბუჩუკურმა.