მიხეილ სააკაშვილი ისევ შეუძლოდ გახდა

01.03.22 11:57
მიხეილ სააკაშვილი ისევ შეუძლოდ გახდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ისევ შესვენება გამოცხადდა - მიხეილ სააკაშვილი პროცესზე ისევ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლოზე მეორედ გახდა შეუძლოდ. 

მანამდე სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული სახელმწიფო მობილიზებული შეხვდა მტერს.