პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა უკრაინაზე, ევროპასა და ბირთვულ იარაღზე - სალომე ზურაბიშვილი

01.03.22 12:30
პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა უკრაინაზე, ევროპასა და ბირთვულ იარაღზე - სალომე ზურაბიშვილი

"პუტინმა არასწორი გათვლები გააკეთა უკრაინაზე, ევროპასა და ბირთვულ იარაღზე", - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედია Info France 2-თან ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღზე მანიპულირებით ახლა ფსიქოლოგიურ ომს აცხადებს.

ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე კლასიკური ომის წარმართვაში.

მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვული საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა ასევე მცდარი აღმოჩნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფება. ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გუშინ შეხვდა.