სანქციებზე პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, საქართველოს არ აქვს რესურსი - კობახიძე
საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე და ეს განცხადება გაკეთდა პრემიერის მხრიდან - აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე.
სანქციებზე პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება და რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო განხილული გუნდში და ყველა ამას ვიზიარებთ. როდესაც გვაქვს საუბრები ოპოზიციასთან დახურულ რეჟიმში, ყველა აცნობიერებს, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე და ეს განცხადება გაკეთდა პრემიერის მხრიდან",- თქვა ირაკლი კობახიძემ