ღარიბაშვილის ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
ირაკლი ღარიბაშვის ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა - უკრაინამ ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაახმოვანა.
დიპლომატიური დემარშის მიზეზი, საქართველოს პრემიერის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, როცა ღარიბაშვილმა მოხალისეები უკრაინაში არ გაუშვა და სიცილიზებული სამყაროს მიერ, აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდდა.
საქართველოდან ელჩი იმ დაბრკოლებების გამო გამოვიწვიეთ, რომელიც მოხალისეებს შეექმნათ და ასევე იმ პოზიციის გამო, რომელიც ჰქონდა ქვეყანას საქართველოს საერტაშორისო სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით"- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ყირგიზეთიდანაც გაიწვიეს ელჩი, რადგან ზელენსკის თქმით, "ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა".