სასწრაფოდ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა, მოვითხოვოთ ევროკავშირის სანქციებთან დაუყონებლივ მიერთება - ოპოზიცია

01.03.22 15:08
სასწრაფოდ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა, მოვითხოვოთ ევროკავშირის  სანქციებთან დაუყონებლივ მიერთება - ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ შეუერთდეს საქართველო  ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. სალომე სამადაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, სასწრაფოდ გააკეთოს განმარტება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.

უკრაინის სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველო რუსეთის შემდეგ გახდა ის სახელმწიფო, საიდანაც უკრაინამ გაიწვია კონსულტაციებისთვის ელჩი. მინდ ასაზოგადოებას ავუხსნა, რას ნიშნასვ ეს გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას, რაც არის უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება.

იცით, რომ არაერთხელ შევთავაზეთ უმრავლესობას, ჩაგვეტარებინა საგანგებო სხდომა პარლამენტის. მოგვეწვია უკრაინის ელჩი,ამის ნაცვლად უკრაინის ელჩი დღეს არის გაწვეული ქვეყნიდან.

ჩვენ ეხლა დღის წესრიგში ვაყენებთ მოთხოვნას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაუყონებლივ მიერთება, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა იმისთვის, რომ ჩვენ დვაიცვათ ჩვენი სახელმწიფო", - თქვა სალომე სამადაშვილმა.