მოხალისეების გაგზავნაზე ნებართვის გაცემა ნიშნავს საქართველოს ომში ჩართვას - კობახიძე

01.03.22 15:10
მოხალისეების გაგზავნაზე ნებართვის გაცემა ნიშნავს საქართველოს ომში ჩართვას - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მოხალისეების ომში გაგზავნაზე ნებართვის გაცემა ნიშნავს, რომ  საქართველო  კონფლიქტში ერთვება, რასაც არც ერთი სხვა ქვეყანა არ აკეთებს. 

"თუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ თუ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა მოხალისეების ომში გაგზავნაზე, ეს პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას კონფლიქტში. მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას კონფლიქტში, თქვენ იცით, რომ არც ევროკავშირის ქვეყნები, არც აშშ ამას არ აკეთებენ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.