სალომე სამადაშვილმა ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა

01.03.22 15:21
სალომე სამადაშვილმა  ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა"ქართული ოცნების" დეპუტატისთვის,მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა.

სამადაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყაველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას  შეიგინა.

ჩვენ პარლამენტში ამ სხდომას ვერ გავაგრძელებთ, ვიდრე დღის წესრიგში არ დადგება ყაველაშვილისთვის მისი დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილს კობახიძემ უპასუხა და მის ინიციატივას კომიკური უწოდა.

ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა, გული შესტკივა თავის ქვეყანაზე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპიროს ამტკიცებთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ხართ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სალომე სამადაშვილს.