მე რომ ციხეში ვარ, მხოლოდ ამის გამო შეიძლება, პუტინმა დაარტყას საქართველოს - მიხეილ სააკაშვილი

01.03.22 15:37
მე რომ ციხეში ვარ, მხოლოდ ამის გამო შეიძლება, პუტინმა დაარტყას საქართველოს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ივანიშვილს მიმართავს და უკრაინაში გაშვებას მოითხოვს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი საქართველოში ტყვეობა, ზრდის საქართველოზე რუსეთის მხრიდან დარტყმის ალბათობას.

ის, რომ მე ტყვედ ვყავარ აყვანილი საქართველოში მინდა ყველამ კარგად გავიაზროთ, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მხრიდან დარტყმის ალბათობას. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. 

ჩვენ არავის არ გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმისათვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ უკრაინაში, პუტინმა უნდა წაიტეხოს კბილები. ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, მხოლოდ ამის გამო შეიძლება, დაარტყას საქართველოს. მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მე მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს, იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან, ჩემს მთავარსარდალთან კიევში"- თქვა სააკაშვილმა.