რა შემთხვევაში დაბრუნდება უკრაინის ელჩი საქართველოში? - რადას დეპუტატის განმარტება
რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკო "ტვ პირველთან" პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოდან გაწვეულ უკრაინის ელჩს მაშინ დააბრუნებენ, თუ ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდდება:
პრეზიდენტმა გააკეთა განმართება თუ რა შემთხვევაში დაბრუნდება ელჩი თქვენ ქვეყანაში. საქართველო უნდა შეუერთდდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ადეკვატური იქნება, მაშინ ელჩი დაბრუნდება საქართველოში. თუ საქართველოს მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს, ჩამოვიდნენ უკრაინაში საბრძოლველად, მაშინ რატომ უშლის მათ ხელს ხელისუფლება?! თუ ეს გარემოებები გათვალისწინებული იქნება, თუ იქნება უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ ელჩს დავაბრუნებთ საქართველოში. ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართველები, მაგრამ თქვენი ხელისუფლების მოღალატეობრივ ქედებებს ვერ მივიღებთ"- განაცხადა დეპუტატმა.
რამდენიმე საათის წინ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.