"ვლოცულობ თქვენთვის" - ბერას თქმით, უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

01.03.22 18:04
"ვლოცულობ თქვენთვის" - ბერას თქმით, უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი წერს, რომ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

"მინდა, გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ და ვიცით, რომ ამაზე საშინელება და ტრაგიკული არაფერია. ვლოცულობ თქვენთვის", - წერს ბერა ინსტაგრამზე.

ცნობისთვის, ოლიგარქ ივანიშვილს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია არ გამოუთქვამს.