გადადგეს მთავრობა, დავუხუროთ ცა რუსეთს, განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე - პროტესტის მე-6 დღე თბილისში

01.03.22 21:01
გადადგეს მთავრობა, დავუხუროთ ცა რუსეთს, განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე - პროტესტის მე-6 დღე თბილისში

გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს - პარლამენტთან აქცია დაიწყო. 

მოსახლეობა უკრაინაში მიმდინარეომთან დაკავშრებით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აკრიტიკებს. 

აქციის მთავარი მოთხოვნები "დროას" ლიდმა, ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა: 

პირველი - წავიდეს ღარიბაშვილი და თან წაიყოლოს მთავრობა. მოშორდნენ აქედან! ქართული ოცნება ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა არის მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიასა და ჩვენს მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია. ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები.

დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას.

მესამე - დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც 5 ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი. ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდათ ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგუნურები ამბობენ, რომ არ გვინდა, ამიტომ მესამე მოთხოვნაა ამათი წასვლისთანავე საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი", - განაცხადა ხოშტარიამ.