გადასცემენ თუ არა პუტინს ჰააგის ტრიბუნალს - სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო
ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის სარჩელი წარმოებაში მიიღო. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ გენოციდთან და აკრძალული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით განხილვა ორშაბათს ჩაინიშნა.
16 ბავშვი ამ სისასტიკეს უკვე შეეწირა, რის გამოც პუტინს და მის გენერალურ შტაბს უმკაცრესი ზომებით გასამართლება ელოდება. რუსეთი უკრაინაში აკრძალული იარაღს იყენებს, რომელიც ჟენევის კონვენციის მხიედვით აკრძალულია.
ჩვენი ისინი ბალისტიკურ რაკეტებს გვესვრიან. მათ დღეს ვაკუუმური ბომბი გამოიყენეს, რისი გამოყენებაც ჟენევის კონვენციის მიხედვით, აკრძალულია. რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ გამანადგურებელი ძალა გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ", - ამბობს უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი.
ჰააგის პროკურორმა გამოძიება დაჩქარებული წესით დაიწყო. კარიმ ხანმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა არ იყო ICC-ის წევრი, მან სასამართლოს იურისდიქცია მიანიჭა.