"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით რეზოლუცია დააინიცირა - ოპოზიცია დაჩქარებას ითხოვს

02.03.22 11:51
"ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით რეზოლუცია  დააინიცირა - ოპოზიცია დაჩქარებას ითხოვს

რამდენიმე დღიანი მოთხოვნის და პროტესტის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში  ინტეგრაციის მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი დააინიცირა. დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, თუმცა სესია რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში  დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ, 2 კვირის განმავლობაში  არ  გაიმართება,ამიტომ ოპოზიცია  ამბობს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ფორმალურია.

რეზოლუცია გუშინ დარეგისტრირდა, თუმცა 3 კვირის შემდეგ იქნება მიღებული. ოპოზიცია საგანგებო სხდომის მოწვევას და  დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს იმისთვის, რომ პროცედურას 3 კვირა არ დასჭირდეს.

ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ გადაედგა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხი, ერთადერთი სხდომა ჩააშალეს და 2 კვირის განმავლობაში პარლამენტში არ ცატარდება პლენარული სხდომა", - ამბობს ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე.