ღარიბაშვილის პოსტიდან გადაყენება - სამოქალაქო სექტორი ოპოზიციას მთავრობის უნდობლობის პროცედურის დაწყებას ურჩევს
ღარიბაშვილის პოსტიდან გადაყენება - სამოქალაქო სექტორი ოპოზიციას ურჩევს, პარლამენტში მთავრობის უნდობლობის პროცედურა დაიწყოს. ოპოზიციას პროცედურის დასაწყებად საჭირო 51 ხმა უკვე აქვს, თუმცა საბოლოოდ, უნდობლობის გამოცხადებას უფრო მეტი დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება.
სამოქალაქო აქტივსტების და საზოგადოების მოთხოვნას ირკლი ღარიბაშილის გადაყენებასთან დაკავშირებით მესამე სექტორი სრულად იზიარებს. მათი თქმით, პრემიერის განცხადებები დასავლურ კურსს სცდება.
თუ გადაწყვეტს პარლამენტის 51 წევრი, რომ უნდობლობა გამოუცხადოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, შესაძლოა,რომ ეს პროცესი დაიწყოს და შემდეგ უკვე გაგრძელებას, როგორც გითხარით, უფრო მეტი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღევანდელი განცხადებები, რომელსაც ირაკლი ღარიბაშილი აცხადებს, ნამდვილად აზიანებს ქვეყნის დასავლურ კურსს, ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველსო რპეზიდენტია ვინც ყველაზე ნათლად წარმოაჩენს, ამიტომ თუ ჩვენი მთავრობის კურსი არ არის დასავლური, ან ყოველშემტხვევაში პრემიერის კურსი არ არის ასე მკაფიოდ და ნათლად წარმოჩენილი როგორც დასავლური, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშ ვისურვებდით ისეთი პრემიერის ყოფნას, რომელიც ერთგული იქნებოდა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის, - თქვა ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.
"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილს პრემიერისთის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. იმ შემთხვევაშ თუ "ქართული ოცნების" დეპუტატები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ოპოზიციას მოუწევს ერთ კანდიდატთან დაკავშირებით შეჯერდნენ, ხოლო პრემიერობის კანდიდატს პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა მოუწევს.