ოპოზიცია უკრაინის ტრაგედიას ხელისუფლებაში მოსვლის იმედად იყენებს - სუბარი
"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იყენებს. მისი თქმით, ოპოზიცია მავნებლურ პოლიტიკას ეწევა.
როდესაც ოპოზიციის განცხადებებზე ვალაპარაკობთ, გეტყვით, რომ მავნებლური პოლიტიკა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის საქართველოს რადიკალური ოპოზიცია. საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია უკრაინას კი არ უჭერს მხარს, სადაც ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლებაში მოსვლის იმედად გამოიყენეს ეს კატასტროფა, რომელიც ხდება ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანაში, - ამბობს სუბარი.