გარდაცვლილებს გალიდან ტელეფონის ვიდეოზარით დასტირიან - უმძიმესი ვიდეო

08.04.21 10:38
გარდაცვლილებს გალიდან ტელეფონის ვიდეოზარით დასტირიან - უმძიმესი ვიდეო

მძიმესი რეალობა - ჭირისუფლებს ენგურზე გარდაცვლილების დატირების საშუალება არ აქვთ. ისინი ნათესავებს მობილური ტელეფონის საშუალებით დასტირიან. 

მიზეზი რუსული ოკუპაციაა, რომლის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ აქვთ. ერთადერთი გამოსავალი შემოვლითი გზაა. სწორედ შემოვლითი გზა გახდა გალის რაიონში მცხოვრები 4 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

 

ოთხივე გარდაცვლილის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა.

ერთი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაავენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში, ნათესავის სახლშია დასვენებული.

გუშინ, მდინარე ენგურზე  ოთხი  მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.