"ოცნება" ვა-ბანკზე მიდის - "რუსეთს სანქციას არ დავუწესებთ!"

02.03.22 20:29
"ოცნება" ვა-ბანკზე მიდის - "რუსეთს სანქციას არ დავუწესებთ!"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. 

კობახიძე აღნიშნავს, რომ "საქართველოს ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში"

ასევე, არ დააწესებს სანქციებს, რომელიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს"- ამბობს კობახიძე.