საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ "ოცნების" ადგილი არ არის ხელისუფლებაში - ნიკა მელიას განცხადება
ქართული ოცნება იძულებული გახდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გაეკეთებინა - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილება ქართველი ახალგაზრდების დამსახურებაა.
ენმ-ს ლიდერმა ევროკავშირს მიმართა, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის ნაწილად ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ მას "ცუდი" ხელისუფლება ჰყავს.
მინდმა, მივმართო დასავლურ სამყაროს - ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. შეიძლება, ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ ვთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი. საქართველოს ადგილი ევროპაშია", - განაცხადა ნიკა მელიამ.