ოცნება თავს ესხმის უკრაინას რუსეთის სასარგებლოდ, კობახიძის რიტორიკა ანტიევროპულია - მელია

02.03.22 21:26
ოცნება თავს ესხმის უკრაინას რუსეთის სასარგებლოდ, კობახიძის რიტორიკა ანტიევროპულია - მელია

"მაშინ, როცა დასავლეთი მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, საქართველოს მთავრობა პირდაპირ უპირისპირდება და უკრაინის პრეზიდენტსა და ხალხს"- ასე პასუხობს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცების" თავმჯდომარეს, რომელიც პრეზიდნტ ზელენსკის აკრიტიკებს და ორმაგი სტანდარტის გატარებაში ადანაშაულებს.

მელია ამბობს, რომ დავით არახამია მიმდინარე კონფლიქტში უკრაინის მხრიდან მტერთან მთავარი მომლაპარაკებელია და მისი კრიმინალად გამოცხადება რუსეთის ინტერესებში შედის. 

"საქართველოს მთავრობა რუსეთის ბელარუსისა და ყირგიზეთის ხელისუფლებების კვალად საჯაროდ თავს ესხმის პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს.

ქართული ოცნება ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს მთერთან და აფხაზეთიდან დევნილ დავით არახამიას და რუსეთის და კრემლის მსგავსად, ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს, ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე რუსეთის სასარგებლოდ და მსგავსი რიტორიკა არსობრივად ანტიევროპულია." - განაცხადა ნიკა მელიამ.