ომის დანაშაული - საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ომის დანაშაულზე რუსეთს პასუხისგება მოუწევს - საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ჰააგამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო.
უკრაინაში არსებული ვითარების პირველადი ანალიზით, ჩვენ ვხედავთ საკმარის საფუძველს ჩავთვალოთ, რომ შესაძლოა იყოს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, რომლებიც ჩვენი ტრიბუნალის იურისდიქციაში ხვდება. კონკრეტული ფაქტები უკვე გვაქვს და ისინი გამოძიების საფუძველი ხდება"- აცხადებს მთავარი პროკურორი ქარიმ ხანი
ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით 39-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც მიმართა. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვაა, ინიციატორი ბრიტანეთის ხელისუფლებაა.