"ოცნებაში" პრეზიდენტის მოსმენის გადადებას არ გამორიცხავენ

03.03.22 12:56
"ოცნებაში" პრეზიდენტის მოსმენის გადადებას არ გამორიცხავენ

"ქართული ოცნება" არ გამორიცხავს პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში 5 მარტს არ გაიმართოს - განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა. 

მისი თქმით, შეიძლება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაწიონ. 

ეს  განსახილველია საკითხია. პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა - გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ - ყველაფერი შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.