კობახიძის ბრალდება ზელენსკის - "ოცნება" თავს იმართლებს

03.03.22 13:25
კობახიძის ბრალდება ზელენსკის - "ოცნება" თავს იმართლებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის სკანდალური განცხადება - მმართველ პარტიაში თავის მართლების რეჟიმში არიან და ირწმუნებიან, რომ ირაკლი კობახიძეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენკისთვის ენმ-სთან ალიანსი არ დაუბრალებია. რაც შეეხება დავით არახამიას, ის "ოცნების" წევრების კრიტიკის ობიექტი დღესაც გახდა. 

არავის უთქვამს ზელენსკის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი. აქ საუბარია, პირდაპირ კავშირზე იმ ადამიანების, რომელიც ზელენსკის გარძშემო ახვევია. მათ შორის პოლიტიკურ ლიდერზე, მათ შორის მის დასაყრდენზე რადაში - არახამიაზე. ის ყველა პროცესში მოწინავე პოზიციაზე დგას. ეს რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ექსტრაორდინალური ხდება, იმიტომ რომ ელჩი გაიწვიეს. 

თუ არ იფიქრე ეს რა გარემოებიდან გამომდინარეობს და კითხვები თუ არ დასვი, უარესია მიიღო ის საკმაოდ არაკორექტული დამოკიდებულება ასეთ ვითარებაში მმყოფი საქართველოსადმი, რომელმაც აგრესიაც განიცხადა და უამრავი დაკარგა, ბრძოლის ველზე მიატოვეს ნაც მოძრაობის წარმომადგენლებმა და დღეს კიდე ყელყელაობენ და უტიფრად განცხადებებს აკეთებენ"- განაცხადა ვოლსკიმ. 

მმართველი პარტია უკან არ იხევს და აცხადებს, რომ სანქციებს არ შეუერთდება. ირაკლი კობახიძე ფრო შორს წავიდა და თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების უკან, საქართველოდან ელჩი გაეწვიათ, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" და დავით არახამია დგანან. კობახიძის შფასებით, ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუმართლებელთან ერთად სრულიად ალოგიკურია". მან უკრაინის პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტის გატარებაში დაადანაშაულა