ბოლო 24 საათში რუსეთის აგრესიას ხარკოვში 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

03.03.22 13:49
 ბოლო 24 საათში  რუსეთის აგრესიას ხარკოვში 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია 34 მშვიდობიანი მოქალაქე. 

ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონში რუსი აგრესორის მიერ საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად  3 მარტის მდგომარეობით, დაჭრილია 285 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

წუხელ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმიც, გარდაცვლილია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.