თუნდაც დაანგრიოთ ჩვენი უკრაინული ტაძრები, თქვენ ვერ გაანადგურებთ ჩვენს გულწრფელ რწმენას - ზელენსკი რუსებს

03.03.22 14:50
თუნდაც დაანგრიოთ ჩვენი უკრაინული ტაძრები, თქვენ ვერ გაანადგურებთ ჩვენს გულწრფელ რწმენას - ზელენსკი რუსებს

რუსეთს სრულად მოუწევს იმის ანაზღაურება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან პირობა დადო, რომ აღადგენენ ყველა სახლს, ყველა ქუჩას, ყველა ქალაქს.

რუსეთის სამიზნე იყო ხარკოვის მიძინების ტაძარი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ღირსშესანიშნაობა... უკრაინის ძეგლები. ომის დროს ტაძარი ხარკოველთა თავშესაფარია. წმინდა ადგილი.

ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ საკათედრო ტაძარს ისე, რომ იქ ომის არც ერთი კვალი არ დარჩეს და თუნდაც დაანგრიოთ ჩვენი უკრაინული ტაძრები და ეკლესია. თქვენ ვერ გაანადგურებთ ჩვენს გულწრფელ რწმენას. რწმენა უკრაინისა და ღმერთისა, რწმენა ხალხისა. ისწავლეთ სიტყვები რეპარაცია და ანაზღაურება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.