ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება საქართველო და სხვები - ზელენსკი
თუ თქვენ სიმტკიცე არ გაქვთ ცა ჩაკეტოთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები - ასე მიმართა უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს.
მისი თქმით, რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველოც გახდეს:
ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლათვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი. ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ"- თქვა ზელენსკიმ.