მიხეილ სააკაშვილთან ექიმს ისევ არ უშვებენ - უცნობია, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

05.03.22 18:00
მიხეილ სააკაშვილთან ექიმს ისევ არ უშვებენ -  უცნობია, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დრომდე უცნობია, როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს ტემპერატურა აღენიშნება და იზოლირებულია.

"სიცხე რომც ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს, ეს არ შეიძლება გამოყენებული იქნას მისი უფლებების შემზღუდავ ინსტრუმენტად" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.