რუსულმა პროპაგანდამ არ იმუშავა - უკრაინაში მყოფი "ქართული ლეგიონის" წევრების ტყვედ აყვანა არ დასტურდება!

05.03.22 21:00
რუსულმა პროპაგანდამ არ იმუშავა - უკრაინაში მყოფი "ქართული ლეგიონის" წევრების  ტყვედ აყვანა არ დასტურდება!

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მყოფი "ქართული ლეგიონის" წევრების ტყვედ აიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინაში მოქმედი ქართველ მოხალისეთა ბატალიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ რუსეთი ცრუ ინფორმაციულ ომს აგრძელებს. 

ეს ინფორმაცია არ არის მართალი. მე კავშირი მაქვს ყველა ჯგუფთან, ვინც აქ მუშაობს"- აცხადებს მამულაშვილი. 

 "ქართული ლეგიონის" მეთაური უკრაინაში მყოფ არაორგანიზებულ დაჯგუფებებს მიმართავს, დამოუკიდებლად ნუ იმოქმედებენ და კორდინაციაში იყვნენ ლეგიონთან. 

მადლობა პატრიოტიზმისთვის, თუმცა აქ ომია და საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე. ომში წასვლა აქციაზე წასვლას არ ნიშნავს"- თქვა მამულაშვილმა.