ვინ კლავდა პრეზიდენტ ზელენსკის? - ახალი დეტალები

05.03.22 21:45
ვინ კლავდა პრეზიდენტ ზელენსკის? - ახალი დეტალები

The Times-ს  ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სულ მცირე 3 მცდელობას გადაურჩა. გამოცემა წერს, რომ დაჯგუფებას ხელი შეუშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) იმ წევრებმა, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან. 

ირკვევა, რომ ომის დაწყებამდე, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში "ვაგნერის" დაჯგუფების წევრები (სულ 2400 ადამიანი) ჩავიდნენ. უშუალოდ კიევში 400 ადამიანი იყო მობილიზებული. 

დადასტურებული ინფორმაციით, ნაწილი მათგანი ლუგანსკში იმყოფებოდა, ნაწილი კი უკრაინაში მინსკიდსან ჩავიდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციასთან ერთად, მათ კიევის მერი და პრემიერ მინისტრი უნდა მოეკლათ. 

"ვაგნერის" დაჯგუფება უკრაინაში პირვბელად 2014 წელს გამოჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, არაოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებას, რომელსაც "სიკვდილის რაზმებსაც" უწოდებენ, ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი, ევგენი პრიგოჟონი (მზარეული) აფინანსებს. 

2015 წელს ლუგანსკსა და დონეცკში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ისინი სასწრაფოდ გადაისროლეს სირიაში ასადის რეჟიმის დასაცავად. "ვაგნერის" დაჯგუფება იქ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ისინი ეწევიან არაკონვენციურ ომს. მათი დევიზია - არ ვჩანვართ და ვხოცავთ ყცელას! ისინი პუტინის მკვლელი ბრიგადები არიან. 

პირსისხლიანი დაჯგუფების წევრებუ  არ ექვემდებარებიან არავის, პირადად პუტინისგან იღებენ დავალებებს.

მათი პირველი ამ ოცანაა, პრეზიდენტ ზელენსკისა და მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია. ისინი პოზიციურ ბრძოლებში არ ჩაერთვებიან, მათი ამოცანაა ზელენსკის გარემოცვაში შეღწევა, რომ მოკლან"- განაცხადა დავით მაყიშვილმა, რომელიც უკრაინაში წლკების განმავლობაში იბრძოდა. 

ამასთან,  "ტელეგრამ არხებზე" გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს დივერსანტი, რომელსაც გარკვეული კავშირები ჰქონდა საქართველოსთან. "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, დაკავებული გაშიფვრამდე საქართველოში რეკავდა. 

ირკვევა, რომ მას ქართული ნომერი ჰქონდა და დაკავების დღეს 14:13 საათზე მის მობილურზე საქართველოდან ზარი განხორციელდა. 14:20 საათზე ზარს უპასუხა, 15:01 წუთზე კი დვერსანტი დააკავეს. 

ამასთან, ამოღებული მობილურიდან ირკვევა ისიც, რომ დაკავებული რუსეთშიც რეკავდა. მეტიც იღებდა სამხედრო ბლოკ-პოსტებს და ამ რუსულ ნომერზე აგზავნიდა ფოტოებს. 

ცნობისთვის, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გრუ-ს თანამშრომელი, რუსეთის მოქალაქე კირილ კრივკო, რომელიც დონბასში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 2019-20 წლებში საქართველოში ცხოვრობდა. 

ცნობილია, რომ  2015 წელს ის უკრაინაში დაიჭრა, 2016 და 2017 წლებში, როგორც "ვაგნერის" მებრძოლი, სირიაში იბრძოდა. ყველაზე გვიან, 2017 წლის ოქტომბერში მან გვარი და სახელი შეიცვალა. სოციალური ქსელებში აქტივობების მიხედვით კი საქართველოში 2019 წელს ცოლთან ერთად იმყოფებოდა. კომპანია "სამშენებლო სერვისი საქართველო" მას თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე აქვს რეგისტრირებული.