პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე შედგა ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც არის გაწერილი 6 პუნქტი. ერთ-ერთი მთავარი პუნქტია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
2-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შესაფესბით შეხვედრა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართა.მისი თქმით, ამ 6-პუნქტიან დოკუმენტს"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთან განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა.