"ქართული ოცნების" პასიურობა შეშფოთებას იწვევს - სერგო ჩიხლაძე

04.03.21 13:55
"ქართული ოცნების" პასიურობა შეშფოთებას იწვევს - სერგო ჩიხლაძე

 „ქართული ოცნება“ დიალოგის დაწყებას არ აპირებს, - ასე ფიქრობს სერგო ჩიხლაძე და ამის დასტურად დღევანდელი მთავრობის სხდომა მოჰყავს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციასთან დიალოგზე სიტყვა არ დაუძრავს. ხელისუფლების ოპონენტი პრემიერის მხრიდან მსგავს ქმედებას სახიფათო თამაშს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს ექმნება.

ოპოზიციის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მმართველმა გუნდმა ქვეყნის პროდასავლურ კურსს ვერ გადაუხვიოს.

შეშფოთებულები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღე გავიდა უკვე, სამი-ოთხი დღე. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ აი, ყოველ დღე, მოლაპარაკების რეჟიმი უნდა იყოს, ყოველდღე უნდ ვიკრიბებოდეთ, იმიტომ, რომ ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შარლ მიშელის თანდასწრებით შეთანხმდა, რომ უნდა მოვილაპარაკოთ. ის, რომ დრო გადის, „ქართული ოცნება“ პასიურობს, არანაირი გზავნილი მათგან არ არის, რა თქმა უნდა, სერიოზულ ეჭვებს იწვევს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ ხომ არ „გადააგდო“ მან ევროკავშირი, ოპოზიცია, საზოგადოება, რაც ძალიან არ მინდა, რომ დავიჯერო, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის “ წევრი სერგო ჩიხლაძე.

ბიუროს სხდომაზე მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ დიალოგისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისათვის ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში.