ახალი ვადა - საქართველოს სტატუსის საკითხს ევროკავშირი ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტს

24.11.22 12:49
ახალი ვადა - საქართველოს სტატუსის საკითხს ევროკავშირი ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტს

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატურის სტატუსის მინიჭეების შესახებ  გადაწყვეტილებას ევროკავშირის ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის შემოდგომაზე, მიიიღებს. 

განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დღეს, 24 ნოემბერს, გააკეთა. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კი პირველადი ანგარიში 2023 წლის გაზაფხულზე იქნება მზად, თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.  

კალენდრის თანახმად ჩვენ შევაფასებთ იმპლემენტაციას მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე. ევროკომისიიდან ოფიციალური დასკვნა მოსალოდნელია მხოლოდ მომავალი წლის ოქტომბერში და შემდეგ, მომავალი წლის ბოლოს, ჩვენი ლიდერები, ევროპული საბჭო, განიხილავენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს - განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, შეასრულოს 12 მოთხოვნა, რომელიც ბრიუსელს აქვს, თუმცა პაველ ჰერჩინსკის თქმით, მნიშვნევლობანია, ამ პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.   

გვსურს, ეს პროცესი გაიმართოს ინკლუზიურად და კონსტრუქციულად, ყველას ჩართულობით, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების და ასევე სათანადოდ იყვნენ ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება - განმარტავს დიპლომატი. 

ევროკავშირის ელჩის განმარტებით, საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილება მომავალი წლის ბოლოს იქნება მიღებული. 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახულ პირობებში აღნიშნული იყო, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და მასზე ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის წარადგენდა.

 

მსგავსი სიახლეები