ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება, თუმცა რუსეთს ისევ არ ახსენებს

07.03.22 11:09
ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება, თუმცა რუსეთს ისევ არ ახსენებს

"ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდიმაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილს რუსეთის როლზე არც დღეს უსაუბრია, თქვა და იმედი გამოთქვა, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს ომის მალე დასასრულებლად": 

ჩვენთვის, ყველასთვის არის ომი კატეგორულად მიუღებელი, ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს"- განაცხადა პრემიერმა.