პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ "საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა"

07.03.22 11:25
პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ "საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ "საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა" და ეს პროცესი უნდა გააგრძელოს. 

ღარიბაშვილის მტკიცებით, იანვარში არსებული 18%-იანი ზრდა რეგიონის მასშტაბით "უპრეცედენტოა": 

იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი - ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ"- თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

მისი თქმით, საქართველოს არანაირი საშიშროება და საფრთხე არ ემუქრება.

"ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.