საფრთხე არ გვემუქრება, ქვეყანა მშვიდად შენდება - ღარიბაშვილი

07.03.22 11:51
საფრთხე არ გვემუქრება, ქვეყანა მშვიდად შენდება - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს საფრთხე არ ემუქრება: 

მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება", - თქვა ღარიბაშვილმა.