მზად ვართ, განვიხილოთ არა NATO მოდელები, თუ სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს მივიღებთ - დავით არახამია
უკრაინა მზადაა, უსაფრთხოების მოდელები NATO-ს მიღმა განიხილოს, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე.
განცხადება foxnews-თან ინტერვიუში დავით არახამიამ გააკეთა. ზელენსკის უახლოესი გარემოცვა ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიდის შტატებთან, ჩინეთთან და დიდ ბრიტანეთთან. კიევში ფიქრობენ, რომ ალიანსი კიდევ 5 - 10 წელი არ არის მზად, მის შემდგენლობაში უკრაინა შეიყვანოს.
პასუხი, რასაც NATO-სგან ვიღებთ, არის ის, რომ ისინი მზადაც არ არიან, განიხილონ ჩვენი NATO-ში გაწევრიანება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. მზად ვართ, განვიხილოთ არა-NATO მოდელები. მაგალითად, შეიძლება პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც. მზად ვართ, განვიხილოთ ასეთი საკითხები ფართო წრეში, სხვა პარტნიორებთანაც, მხოლოდ რუსეთთან ორმხრივ საუბრებში არა", – თქვა არახამიამ.