ოკუპანტებთან საიდუმლო მოლაპარაკებების მწარმოებელი იმალება - სეს-ის შენობიდან "პირველების" ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს
ოკუპანტებთან საიდუმლო მოლაპარაკებების მწარმოებელი ჩინოვნიკი, ზურაბ ჩეკურაშვილი, ისევ იმალება და ჟურნალისტებისგან თავს პოლიციის დახმარებით იცავს. მაღალჩინოსანი, რომელმაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რუსეთთან, მოლაპარაკება გამართა, კაბინეტშია ჩაკეტილი.
სეს-ის შენობიდან "პირველების" ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღარიბაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ რუსეთში რძე და ყველი გაიტანოს, დაუშვებელს უწოდებს.
"როცა უკრაინაში ომია, რაკეტებით და ბომბებით მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, რუსეთის დახმარება და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მიუღებელია" - წერს ოფიციალური კიევი საქართველოს ხელისუფლების მისამართით.