დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით, რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ - გახარიას გუნდი ხელისუფლებას

07.03.22 13:39
დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით, რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ - გახარიას გუნდი ხელისუფლებას

დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით, რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ, - ასე მიმართავს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს ხელისუფლებას. 

გახარიას გუნდმა დღეს პარლამენტში საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ როცა  ქვეყნის მომავლის ბედი წყდება, ხელისუფლება ორაზროვან განცხადებებს აკეთებს. 

"უახლესი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, ხელისუფლება ან დუმილს ირჩევს, ან ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს – ხან ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს, ხან რუსული აგრესიის რისკებს გვიანონსებს. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც მთავრობის მეთაურს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ დაცდენია არცერთი სიტყვა. გაურკვევლობის ასეთი მაღალი ხარისხი ტოვებს სივრცეს რადიკალური განცხადებებისა და ქმედებებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ – დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით, რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ" - თქვა მეზვრიშვილმა. 

ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს ხელისუფლებამ. გახარიას გუნდი ხელისუფლებისგან ითხოვს, გარდამავალ პერიოდში მაინც გადახედოს სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან და 1- წლიანი უვიზო რეჟიმი მინიმუმ 1- დან 3 თვემდე შეამციროს.

"ახლა არ არის დაპირისპირების დრო. სასწორზე ქვეყნის თავისუფალი მომავალია, რომლის ქვეყნისთვის და ხალხისთვის წართმევის უფლება არავის აქვს ! შესაბამისად, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ:

გააერთიანეთ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ეროვნული უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ
დაიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნირებთან დაკარგული ნდობის აღსადგენად და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მხარდასაჭერად
 შეიმუშავეთ კონსენსუსზე დაფუძნებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს:
– საჯარო სამსახურის დეპოლიტიზირება
– მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი და სიღიმისეული რეფორმა
– დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
– ბაზრის დივერსიფიკაციაზე და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გეგმა
– სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა
– სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა
– უსაფრთხოების სექტორის სისტემური რეფორმა
 დაუყოვნებლივ დაიწყეთ რეფორმების იმპლემენტაცია
გარდამავალ პერიოდში მაინც, გადახედეთ სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ 1 წლიანი უვიზო რეჟიმი შეამცირეთ 1-3 თვემდე
 განახორციელეთ რუსეთსა და უკრაინაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა (მათ შორის მათი საბანკო სესხების მომსახურების მიმართულებით), რომლებიც გზავნილებით იხდიან სესხს“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.