საქართველოში რუსეთის 25 000-მდე მოქალაქე შემოვიდა - დავითაშვილი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რუსეთის 25 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
კითხვაზე, მიიღეს თუ არა რუსეთის მოქალაქეებზე შს მინისტრისგან ინფორმაცია, დავითაშვილმა თქვა, რომ დეტაული ინფრომაცია მინისტ გომელაურს ექნება.
შს მინისტრმა ამის თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას. ეს ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა.
რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის",- განაცხადა დავითაშვილმა.
მისი მტკიცებით, "საქართველო არის ერთ-ერთი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება".