ბათუმის ნავსადგურში რუსული გემი შემოვიდა

07.03.22 14:43
ბათუმის ნავსადგურში რუსული გემი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, "ლეონიდ პესტრიკოვი" შემოვიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს კანონი არ დაურღვევია. 

მისი თქმით, გემმა თურქეთიდან საქართველოში ტვირთი შემოიტანა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არასწორს უწოდებს, ინფორმაციას რომ ევროპის ქვეყნებმა რუსული ტვირთმზიდები საკუთარ საზღვრებში არ შეუშვეს. 

ტვირთი განკუთვნილია საქართველოსთვის, შესაბამისად, ხდება მისი შემოსვლა. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში არ ექმნება პრობლემა შესაბამისი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს შესაბამის პორტებში მიიღონ მომსახურება. ამიტომ არც წესი და არც კანონმდებლობა არ არის დარღვეული. მეტი პრობლემა არ გაქვთ?"- თქვა მან.