ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარზე - მამუკა მდინარაძის განმარტება

07.03.22 15:46
ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარზე - მამუკა მდინარაძის განმარტება

"ქართული ოცნების" ლიდერი,  მამუკა მდინარაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე განმარტებას აკეთებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს.
 

ჩვენი ვალია, განცხადებები, რომლებიც ქმნის არაობიექტურ აღქმას და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში აწარმოებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიას საქართველოს სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.  ვინც საკითხში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ"- თქვა მდინარაძემ.