დღეიდან მარხვა დაიწყო - მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

07.03.22 15:54
 დღეიდან მარხვა დაიწყო - მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. სასულიერო პირი რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად შევიდა. სინოდის წევრის ინფორმაციით,  მოშიმშილე პატიმარი ახლა მარხვასაც იწყებს.

საუბრის ძირითადი თემა ციხეში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.

როგორც ჩანს, კოვიდი გადაიტანა და ახლა კარგად არის მაგ მხრივ. მთლიანად გადართულია უკრაინის საკითხზე. მებრძოლ ხასიათზეა და მითხრა, რომ უკრაინელები ძალიან ელოდებიან მის გათავისუფლებას და იმედი აქვთ, რომ მოხერხდება მისი გათავისუფლება. უკრაინაში სურს გამგზავრება, რათა მხარში დაუდგეს უკრაინელ ხალხს. 

საშინელი კატასტროფა ეს ომი, ჯვარი გვწერია, რომ შეგვეხოს ეს ომი, მაგრამ აუცილებლად შეგვეხება. შეიძლება, ბომბები არ ჩამოყარონ, მაგრამ ეკონომიკური კრიზისი, ფსიქოლოგიური წნეხი  შეგვეხება. ვლოცულობთ მშვიდობისთვის - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.