რიგები იუსტიციის სახლებთან - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ათობით ახალი კომპანიას არეგისტრირებენ
იუსტიციის სახლებთან რუსეთის მოქალაქეების რიგებია, რომლებიც დღეს დილიდან საქართველოში ათობით ახალი კომპანიას არეგისტრირებენ. ისინი აცხადებენ, რომ სურთ, მოიპოვონ ჩვენს ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლება და გაიწყონ აქ ბიზნესი.
რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ თბილისში ბარს ხსნის, დანარჩენების მტკიცებით კი, კომპიუტერული მომსახურების ცენტრებს აფუძნებენ.
საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ აქ ჩვენი მეგობარი ცხოვრობს. ის აქ 3 წელია ცხოვრობს და გვეუბნება, რომ აქ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ პროგრამისტები ვართ და გვსურს, რომ აქ ვიმუშავოთ. უკრაინაზე კომენტარის გაკეთება კი არ გვინდა - აცხადებს საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი რუსი ეროვნების ადამიანი.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო დღეებში რუსეთის 25 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა. ოთარ შამუგია აცხადებს, რომ საქართველო თავისუფალი ზონაა, სადაც ლეგალურად ბიზნესის კეთება ყველას შეუძლია.