გადამწყვეტი წუთების ათვლა დაიწყო - ჰააგაში რუსეთს ასამართლებენ
ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრინის სარჩელის განხილვის პირველი დღეს დასრულდა. მოსამართლემ დაანონსა, რომ დროებითი ღონისძების შესახებ გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებს.
პრეზიდენტ ზელენსკის გაგზავნილი იურისტების ჯგუფი მოითხოვს რუსეთის ჯარმა სასწრაფოდ დატოვოს უკრაინის ტეროტირია და შეწყდეს საომარო მოქმედებები.
მე მინდა ყურადღება გავამახვილო ზოგიერთ მომენტზე, რომელიც დაადასტურებს, რუსეთის ბრალეულობას და მათი ნაამბობის სიყალბეს.
ჩვენ გვაქვს და წარმოვადგინეთ დოკუმენტები, რომ რუსეთმა შებღალა ხალხის ღირსება, შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თავდაპირველად მოახდინა სევასტოპოლის და ყირიმის ანქსია.
რუსეთი უარყოფდა რომ სამხედრო ძალებს იყენებდა უკრაინაში, თუმცა პუტიუნმა აღიარა ეს. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი შეეცადა იგივე მეთოდები გამოეყენებინა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მიმართ, მან გადაწყვიტა შექმნა უკანონო სამხედრო დაჯგუფებები, როლებმაც თავის თავს დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებელი რესპუბლიკები უწოდეს"- განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა.