ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით უკრაინის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ - შარლ მიშელი
"უკრაინის განაცხადს, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში განვიხილავთ" - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, განაცხადა. მისი განმარტებით უკრაინის მიმართ დახმარება და კეთილგანწყობა გარდაუვალია.
სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცენდენტო დახმარება ევროკავშირისა უკრაინის მიმართ გარდაუვალია. უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ უკრაინის განაცხადს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით" - დაწერა ტვიტერზე შარლ მიშელმა.